მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუა ფრანგული კლუბის, „ლე მანის“ მეწილე გახდა.
ბელგიელი „ლე მანში“ ინვესტიციას რომ განახორციელებს, უკვე ოფიციალურად დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ კლუბის თანაინვესტორები არიან ნოვაკ ჯოკოვიჩი, ფელიპე მასა და კევინ მაგნუსენი.
„ლე მანი“ საფრანგეთის ლიგა 2-ში ასპარეზობს, სადაც 23 ტურის შემდეგ 40 ქულით მეხუთე ადგილზეა და ლიგა 1-ში გადასასვლელად იბრძვის.







