„რეალის“ ფეხბურთელმა ჯუდ ბელინგემმა შესაძლოა ორი თვის განმავლობაში ვერ ითამაშოს.
ინგლისელმა ნახევარმცველმა ბარძაყის კუნთის დაზიანება „რაიო ვალეკანოსთან“ შეხვედრაში მიიღო და თავდაპირველი დიაგნოზით ერთი თვე უნდა ეუქმა, მაგრამ კლუბში შიშობენ, რომ დაზიანება უფრო სერიოზულია.
„სამეფო კლუბის“ სამედიცინო სტაფის მოლოდინი თუ გამართლდა, ბელინგემი მოედანზე ორი თვე ვერ გავა და „რეალს“ სეზონის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტში ვერ დაეხმარება.
მიმდინარე სეზონში ჯუდ ბელინგემმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 28 შეხვედრაში მეტოქეთა კარი ექვსჯერ დალაშქრა.







