სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

14:17 | 31.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჩირო იმობილე კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს

„ბოლონიას“ თავდამსხმელი ჩირო იმობილე კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში მოასპარეზე „პარიზში“ გააგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ტრანსფერზე კლუბებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ფეხბურთელიც დათანხმდა საფრანგეთში გადაბარგებას და კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. ის პარიზში სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის.

ჩირო იმობილე „ბოლონიაში“ გასულ ზაფხულს გადავიდა და 9 უგოლო მატჩი ჩაატარა. მანამდე ის „ბეშიქთაშში“ თამაშობდა, ასევე იყო „იუვენტუსის“, „პესკარას“, „ტორინოს“, „ჯენოას“, „დორტმუნდის“ და „სევილიას“ წევრი, კარიერის საუკეთესო პერიოდი კი „ლაციოში“ გაატარა, სადაც 340 მატჩში 207 გოლი გაიტანა.

„პარიზი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში თამაშობს, სადაც ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.

0.096971