სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

0:35 | 31.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" "კრისტალ პალასის" ფორვარდს დაიმატებს

„მილანი“ „კრისტალ პალასიდან“ ჟან-ფილიპ მატეტას დამატებასთან ახლოსაა. როგორც იტალიური მედია იტყობინება, უახლოეს 48 საათში ფრანგი „როსონერის“ ფეხბურთელი გახდება.

მატეტა „მილანს“ ოთხწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა და სეზონში 3.5 მილიონ ევროს მიიღებს. „კრისტალ პალასი“ თანახაა ფეხბურთელი 30 მილიონ ევროდ გაყიდოს და ჟან-ფილიპსაც სერია A-ში თამაში სურს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ მატეტა „იუვენტუსს“ მოურიგდა პირად კონტრაქტზე, მაგრამ ტურინელებმა „კრისტალ პალასთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ტურინელებს მატეტას დამატება იჯარით და ზაფხულში 32 მილიონად გამსოყიდვის ვალდებულებით სურდათ. თუმცა, ლონდონელებმა ამჯობეს, ახლავე მიეღოთ მასში თანხა, ვიდრე 6 თვის შემდეგ.

ჟან-ფილიპ მატეტა „კრისტალ პალასში“ 2021 წლიდან თამაშობს და 151 მატჩში 48 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე სამშობლოში, „ლე ავრის“, „ლიონის“ და „შატორუს“ ღირსებას იცავდა. მატეტას საფრანგეთის ნაკრებში დებიუტი 2025 წელს ჰქონდა და სამ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

0.158005