ფეხბურთი

22:07 | 26.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუკას პაკეტა ბრაზილიაში ბრუნდება

ლონდონის „ვესტ ჰემის“ ფეხბურთელი ლუკას პაკეტა „ფლანგოში“ დაბრუნებასთან ახლოსაა.

ბრაზილიელმა უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტის პირობები და ხელშეკრულებას 2030 წლამდე გააფორმებს. ახლა კლუბებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

„ფლამენგო“ პაკეტას მშობლიური კლუბია, საიდანაც მისი საფეხბურთო კარიერა დაიწყო.

ლუკას პაკეტა „ვესტ ჰემში“ 2022 წლიდან თამაშობს და 139 მატჩში 23 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ლიონსა“ და „მილანში“ გამოდიოდა, ხოლო „ფლამენგოში“ 2016-2018 წლებში 95 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა. ბრაზილიის ნაკრებში პაკეტას 61 თამაში აქვს ჩატარებული (12 გოლი).

0.087471