სხვა

11:53 | 25.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურია გეიჯისა და პიმბლეტის ბრძოლას გამოეხმაურა
"უბრალოდ განწირული ხარ"

ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის ბრძოლას სოციალურ ქსელ X-ში ქართველი მებრძოლი და UFC-ის ცემპიონი ილია თოფურია გამოეხმაურა.

„პატარა სოსისო, ერთადერთი რაც გჭირდებოდა, ეს 38 წლის კაცის დამარცხება იყო. შენ უბრალოდ დაკარგე ყველაზე დიდი ჩეკი. მდიდარი გახდებოდი, თუ მოიგებდი“.

„ელ მატადორი“ კომენტარი ასევე მასსა და ჯასტინ გეიჯს შორის სავარაუდო მომავალ ბრძოლაზე გააკეთა.

„ჯასტინ, რა შემიძლია ვთქვა? - გილოცავ. გეტყოდი მოემზადეთქო მაგრამ, შენ უბრალოდ განწირული ხარ“, - დაწერა თოფურიამ.

გეტყვით იმასაც, რომ MMA-ს სამყარო გეიჯისა და ილია თოფურიას საჩემპიონო ბრძოლას მიმდინარე წლის გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში იყო ელოდება, მაგრამ, UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა ბრძოლის შემდგომ პრესკონფერენციაზე ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. ასე, რომ დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

0.147426