ფეხბურთი

18:53 | 13.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

არბელოა: "სანამ "რეალი" მოინდომებს, მანამდე დავრჩები"

მადრიდის „რეალის“ ახალმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ სადებიუტო მატჩის წინ, რომელიც „ალბასეტესთან“ ექნება, პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, ფეხბურთელებთან პირველი კონტაქტი კარგი იყო და თავისი გუნდის სჯერა:

„აქ 20 წელია ვარ და დავრჩები მანამ, სანამ „რეალი“ მოინდომებს. ეს ჩემი სახლია. ფეხბურთელების მართვა? ეს ის არ არის, რაც დიდად მაწუხებს. ჩვენ გვყავს გუნდი შესანიშნავი ფეხბურთელებით და ისინი ყველა ძალიან კარგი ბიჭები არიან. ტიტულების მოგებით არავინ არის უფრო დაინტერესებული, ვიდრე ფეხბურთელები. მათ ვუთხარი, რომ ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი მადრიდში თამაში იყო და რომ მათ აქ ყოფნით უნდა ისიამოვნონ. ეს კარგი პირველი კონტაქტი იყო.

მოურინიოსთან არ მისაუბრია. ჩემთვის პრივილეგია იყო მასთან მუშაობა, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემზე, მაგრამ მე არბელოა ვიქნები, წარუმატებლობის არ მეშინია, მაგრამ თუ მოურინიობას მოვინდომებ, საშინლად დავმარცხდები.

აქ ყოფნა ოცნების ახდენაა, ვიცი როგორი პასუხისმგებლობა მაქვს, მაგრამ ძალიან მიხარია. შესანიშნავი გუნდი გვყავს, რომელიც ყველაფრისთვის მზადაა“, - თქვა არბელოამ.

შეგახსენებთ, რომ ალვარო არბელოას დებიუტი 14 იანვარს, ესპანეთის თასზე „ალბასეტესთან“ მატჩში შედგება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.167336