მილანის „ინტერს“ ერთ-ერთი ლიდერი ჰაკან ჩალჰანოღლუ გამოაკლდა. თურქმა ფეხბურთელმა ტრავმა „ნაპოლისთან“ ბოლო მატჩში მიიღო.
როგორც იტალიური მედია წერს, დაზიანება სერიოზული არ არის, მაგრამ ჩალჰანოღლუ დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს. შესაბამისად, მას ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპის ბოლო ორი მატჩიც გაუცდება.
მიმდინარე სეზონში ჰაკან ჩალჰანოღლუმ ყველა ტურნირზე „ინტერის“ მაისურით 22 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 8 გოლის გატანა მოახერხა.







