სხვა

13:01 | 11.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

პრესტიჟულ ტურნირზე ლევან დონაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თბილისში მიმდინარე პრესტიჟული საერთაშორისო კარატეს ტურნირის, სერია A“-ს მეორე საშეჯიბრო დღეს ლევან დონაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა კარატისტმა 4 სპორტსმენის დამარცხება შეძლო.

შეჯიბრება, რომელიც საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაცის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება, უკვე მესამე დღეა „თბილისი არენაზე“ მიმდინარეობს.

სერია A-ს საქართველო ზედიზედ მეორედ მასპინძლობს. წელს ტურნირში 77 ქვეყნის 1300-ზე მეტი სპორტსმენი დარეგისტრირდა. ბოლო საშეჯიბრო დღეს ტატამიზე კიდევ 5 ქართველი კარატისტი გამოვა. ჩვენმა ქვეყანამ „კარატე 1 – სერია A“-ს პირველად 2025 წელს უმასპინძლა და ზედიზედ მესამედ – მომავალ წელსაც საქართველოში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088504