ფეხბურთი

15:53 | 10.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

გარიტანო: "ტაბატაძე თამაშებზე გავლენას ახდენს"

„კადისის“ მთავარმა მწვრთნელმა გაისკა გარიტანომ ხიხონის „სპორტინგთან“ მატჩის (3:2) შემდეგ გუნდში იური ტაბატაძის როლზე ისაუბრა.

ქართველმა ფეხბურთელმა შეცვლაზე შესვლიდან უკვე მეექვსე გოლი გაიტანა, ჟურნალისტის შეკითხვას ამასთან დაკავშირებით ესპანელმა სპეციალისტმა უფრო ზოგადი პასუხი გასცა.

„ასეთი როლი გუნდში არავის აქვს. ამ მომენტში ნებისმიერ გარემარბს შეუძლია 60 ან 30 წუთი თამაში. თუ გარემარბები ჩვენს ორ თავდამსხმელთან ერთად ვერ იმუშავებენ, პრობლემა იქნება. ხუთი შეცვლის უფლებით ამ მხრივ კარგად ვმუშაობთ, ისინი გავლენას ახდენენ თამაშზე, მაგრამ 90 წუთი თამაში მათთვის რთულია“, - თქვა გარიტანომ.

შეგახსენებთ, რომ იური ტაბატაძემ მიმდინარე სეზონში 17 მატჩში მეექვსე გოლი გაიტანა, მათ შორის, ზედიზედ მეორედ, რადგან წინა ტურშიც შეძლო თავის გამოჩენა ეფექტური გოლით, როცა „დეპორტივო“ დაამწუხრა.

„კადისმა“ ამ გამარჯვებით 34 ქულა დააგროვა და მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა, ხოლო 18 იანვარს „ალბასეტეს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.091644