კალათბურთი

10:57 | 10.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილი კვლავ შედეგიანი იყო - “ტორონტო” “სელტიკსთან” დამარცხდა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ტორონტო რეპტორსმა" სტუმრად "ბოსტონ სელტიკსთან" დაპირისპირება 117:125 დათმო. შეხვედრის უმეტეს ნაწილში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, ტორონტო ანგარიშში წინ მხოლოდ ერთხელ გავიდა და საბოლოოდ 8-ქულიანი სხვაობით დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილმა კვლავ კარგი თამაში ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 24:55 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 8 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი დააგროვა. მამუკელაშვილმა 8-დან 7 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, თუმცა ორი სამქულიანი მიზანს ააცილა - შესაბამისად ორმაგ დუბლთანაც ახლოს იყო და მხოლოდ 2 პასი დააკლდა. .

"ბოსტონის" რიგებში საუკეთესო 27 ქულით პეიტონ პრიჩარდი იყო, მას ჯეილენ ბრაუნი 25 ქულით მოჰყვა.

ამ შედეგით ტორონტო აღმოსავლეთ კონფერენციის მეოთხე პოზიციაზეა 23 მოგებითა და 16 მარცხით, ხოლო ბოსტონი გამარჯვებით მეორე ადგილას ავიდა. რეპტორსის შემდეგი მეტოქე ფილადელფია იქნება, რომელსაც კანადელები საკუთარ არენაზე უმასპინძლებენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.174889