ფეხბურთი

20:30 | 18.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფინალისიმას ჩატარების თარიღი და მასპინძელი ქალაქი გაირკვა

ფინალისიმა, რომელშიც ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი და სამხრეთ ამერიკის მოქმედი ჩემპიონი არგენტინა შეხვდებიან, კატარში გაიმართება.

უეფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მატჩი 27 მარტს შედგება, კატარის ქალაქ ლუსაილში, სადაც 2022 წლის მუნდიალის ფინალი გაიმართა.

ფინალისიმა - ერთი მატჩი, რომელშიც ტიტული თამაშდება ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონებს შორის. ტიტულის მოქმედი მფლობელი არგენტინაა, რომელმაც 2022 წელს მაშინდელი ევროპის ჩემპიონი იტალია 3:0 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09741