მადრიდის „რეალს“ ედერ მილიტაო გამოაკლდა, რომელიც დიდი ხანი ვერ ითამაშებს.
ბრაზილიელმა მცველმა „სელტასთან“ მატჩში მყესის კუნთი გაიწყვიტა, რის გამოც დაახლოებით ოთხი თვე მოედანზე ვერ გავა. მილიტაოს დაბრუნება მარტ-აპრილამდე გამორიცხულია.
ედერ მილიტაომ მიმდინარე სეზონში „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.





