სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

18:10 | 4.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ლობოტკაც გამოაკლდა

„ნაპოლის“ ნახევარდაცვაში პრობლემები ისევ აქვს. ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას, კევინ დე ბრუინისა და ბილი გილმურის შემდეგ ანტონიო კონტე სტანისლავ ლობოტკას გარეშეც დარჩა.

ჯერჯერობით, უცნობია სლოვაკი ნახევარმცველის დაზიანების ხარისხი, მაგრამ „იუვენტუსთან“ 7 დეკემბერს, დაგეგმილ მატჩში ის მოედანზე ვერ გავა.

კონტეს განკარგულებაში ცენტრალური ნახევარმცველებიდან მხოლოდ სკოტ მაკტომინეი დარჩა, სავარაუდოდ, ის ელიფ ელმასს ახალ პოზიციაზე გამოიყენებს. აქვე გეტყვით, რომ დე ბრუინის, ანგისას და გილმურის ტრავმები მძიმეა და ისინი თებერვლამდე მაინც ვერ ითამაშებენ.

„ნაპოლი“ სერია A-ს 28 ქულით „მილანთან“ ერთად ლიდერობს, ხოლო იტალიის თასზე მეოთხედფინალში გავიდა.

0.167758