ნიდერლანდური ერედივიზიონის ბინადარმა „ნაიმეგენმა“ ოფიციალურად დაადასტურა იასპერ სილესენის ტრანსფერი.
36 წლის ვეტერანთან კონტრაქტი ერთწლიანია, რომელიც 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. სილესენი გუნდს ესპანურ „ლას პალმასთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
„ნაიმეგენი“ სილესენის მშობლიური კლუბია, სადაც მან პროფესიული კარიერა დაიწყო და მთავარ გუნდში დებიუტი 2010 წელს ჰქონდა. იასპერმა „ნაიმეგენში“ 2022-2024 წლებშიც ითამაშა, შესაბამისად, კლუბს მესამედ შეუერთდა.
სილესენმა ევროპის წამყვან კლუბებში ითამაშა, მათ შორის „აიაქსში“, „ბარსელონასა“ და „ვალენსიაში“, ხოლო 2013-2023 წლებში ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში 65 მატჩი ჩაატარა.







