კარიერაში პირველად, UFC-ში გიგა ჭიკაძემ ზედიზედ მეორე ბრძოლა დათმო. კანზას სიტიში გამართული ღონისძიებაზე ქართველი ნინძას მეტოქე უგანდელი დავიდ ონამა იყო, რომელმაც მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით: 29:28, 29:28, 29:28 მოიგო.
https://m.youtube.com/watch?v=_eoY5OLNvZo&pp=ygUNZ2lnYSBjaGlrYWR6ZQ%3D%3D
სამრაუნდიანი დაპირისპირება შეიძლება ითქვას მოსაწყენი გამოდგა და ონამამ გამარჯვება მეტწილად სუფთა კონტროლის ხარჯზე მოიპოვა.
ეს მისთვის MMA-ის კარიერაში მე-14 მოგებაა და დიდი ალბათობით TOP 15-იც ვიხილავთ, ხოლო უშუალოდ UFC-ში ზედიზედ ოთხი მოგებით 6-2-ზე ბალანსი აქვს.
რაც შეეხება 36 წლის ნინძას, რომელიც მე-12 პოზიციას იკავებდა, დივიზიონის რეიტინგში დაქვეითება ელის. ახლა ჭიკაძის ანგარიშზე MMA-ში 15 გამარჯვება და 5 მარცხია.







