ძიუდო

17:51 | 23.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი პარა ძიუდოსტის წარმატება ასტანა 2024 გრან პრის გათამაშებაზე

ყაზახეთში მიმდინარე გრან პრის გათამაშებაზე პარა ძიუდოში (J1) უსინათლოთა შორის საბა ბაღდავაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

ტურნირის პირველივე დღეს ჩვენმა ფალავანმა (-81კგ.) წონით კატეგორიაში იასპარეზა. საბამ ნახევარფინალურ ბრძოლაში ბრაზილიელ მოწინააღმდეგეს სძლია და ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ბაღდავაძემ ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ვიქტორ რუდენკო დაამარცხა და ასტანა 2024 გრან პრის მფლობელი გახდა.

0.116141