ფეხბურთი

16:15 | 13.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჯორკაეფი: "ლიონს" ლიდერები სჭირდება და ერთ-ერთი ლიდერი სწორედ მიქაუტაძეა"

საქართველოში სამუშაო ვიზიტიმ მყოფმა იური ჯორკაეფმა კომენტარი გიორგი მიქაუტაძეზეც გააკეთა. ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელების პროგრესი თვალშისაცემია და ერთ-ერთი მაგალითი სწორედი "ლიონის" შემტევია.

"გულახდილად გეტყვით, ლიონიდან ვარ და ამ მატჩში „სენტ ეტიენს“ ვერ ვუგულშემატკივრებდი. ვუყურე უიქენდზე გამართულ დერბის. გუნდი მომწონს, რადგან ეს ახალი „ლიონია“. ჩვენ ლიდერები გვჭირდება და ერთ-ერთი ლიდერი სწორედ მიქაუტაძეა. მას ყოველ თამაშში სურს დაამტკიცოს, რომ მეტ დროს იმსახურებს. როდესაც ასეთ დიდ გუნდში თამაშობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ფეხბურთიც სწორად ვითარდება", - განაცხადა ჯორკაეფმა.

იური ჯორჯკაეფს საფრანგეთის ნაკრებში 82 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 28 გოლის გატანა შეძლო. ის მსოფლიოს (1998) და ევროპის (2000) ჩემპიონია. 1994 წელს ასევე გახდა საფრანგეთის ჩემპიონატის ბომბარდირი, როდესაც "მონაკოს" ღირსებას იცავდა.

0.123874