ფეხბურთი

1:35 | 31.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ემპოლის" მწვრთნელი: "გოგლიჩიძის დადანაშაულებას აზრი არ აქვს, ასე თამაში არ სურდა"

„ემპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ „ინტერთან“ მატჩის (0:3) შემდეგ საბა გოგლიჩიძეზე კომენტარი გააკეთა, რომელიც გააძევეს.

ქართველმა მცველმა წითელი ბარათი 31-ე წუთზე მარკუს ტურამის წინააღმდეგ უხეშობისთვის მიიღო.

„ის ძალიან დამწუხრებული იყო, მისთვის სათქმელი არაფერი მაქვს. დინამიკაში ტურამის წვივზე შეხება აშკარაა, მაგრამ ასეთი უხეშობა არ სურდა. ვფიქრობ, ამაზე საუბარს და მის დადანაშაულებას აზრი არ აქვს“, - თქვა დ’ავერსამ.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძემ მიმდინარე სეზონში 8 მატჩი ჩაატარა, მომდევნო ტურის შეხვედრას „კომოს“ წინააღმდეგ კი, დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

0.113826