ფეხბურთი

14:12 | 27.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" რობინ ლე ნორმანი დაიმატა

მადრიდის „ატლეტიკომ“ სან სებასტიანის „სოსიედადიდან“ რობინ ლე ნორმანი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

მადრიდელებმა „სოსიედადს“ მთლიანობაში 40 მილიონი ევრო გადაუხადეს და ესპანელ მცველს, რომელიც წარმოშობით ფრანგია, კონტრაქტი გაუფორმეს.

27 წლის ლე ნორმანის კარიერა „ბრესტში“ დაიწყო, 2016 წელს კი, „სოსიედადის“ მეორე გუნდს შეუერთდა. 2018 წელს ის მთავარ გუნდში გადაიყვანეს, სადაც მთლიანობაში 221 შეხვედრაში თავი 6 გოლით გამოიჩინა. ესპანეთის ნაკრებში ლე ნორმანმა 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა (საქართველოსთან, ნოემბერში მოგებულ მატჩში 3:1) და ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა.

0.113708