სხვა

19:32 | 7.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ლეკაიძე ევროპის ჩემპიონია!

ბათუმში, მეტრო სითის ტერიტორიაზე, სთრონგმენში 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა და ნიკა ლეკაიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

8 ქვეყნის უძლიერეს სპორტსმენებს შორის ჩემპიონი ქართველმა პირველობა არავის დაუთმო. ვერცხლს ლატვიელი ვალენტინს კლევინკინსი დაუფლა, ბრინჯაოს მედალი კი ჩეხმა იან ლაჩინამ მოიპოვა. რაც შეეხება IV და V ადგილებს, ისინი შოთა გოგობერიშვილი (საქართველო) და ემიკ ერიკსონი (დანია) გადაინაწილეს.

ჩემპიონატი აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111332