სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

23:59 | 29.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის სიმბოლურში მოხვდა

გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 2023-2024 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

სიმბოლურში ქართველის მოხვედრა ლოგიკურიცაა, რადგან მოგეხსენებათ, ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. სეზონის სიმბოლურში 11-დან „შტურმის“ 5 ფეხბურთელია:

მეკარე: ტობიას ლავალი (ლასკი)

მცველები: იუსუფ გაზიბეგოვიჩი (შტურმი), გრეგორი ვიუთრიხი (შტურმი), სტრაჰინია პავლოვიჩი (ზალცბურგი), მანუელ პრეიფერი (ჰარტბერგი)

ნახევარმცველები: მარკო გრიული (რაპიდი), იან სტანკოვიჩი (შტურმი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), ალექსანდერ პრასი (შტურმი)

თავდამსხმელები: მაქსიმილიან ენტრუპი (ჰარტბერგი), კარიმ კონატე (ზალცბურგი)

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის 2023-2024 წლების სეზონში 25 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა, რითაც „შტურმის“ ჩემპიონობაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.09351