ფეხბურთი

11:37 | 24.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა: "გერმანიაში ნაკრებს რიგითი გულშემატკივრის სტატუსით გავყვები"

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა. 38 წლის ნახევარმცველი ევროპის ჩემპიონატისთვის 26-კაციან განაცხადში გამოძახებული იყო, თუმცა როგორც მან დაწერა, ის გუნდს გერმანიაში არა როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც რიგითი გულშემატკივარი ისე გაყვება.

ამრიგად, ვილი სანიოლის კიდევ ერთი ფეხბურთელის გამოძახება მოუწევს, რომელიც ცნობილი მოგვიანებით გახდება.

"საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე რამდენიმე კვირა რჩება. მინდა, რომ ჩვენმა გუნდმა გერმანიაში მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს და კიდევ ერთხელ იზეიმოს ქართველ გულშემატკივართან ერთად, როგორც ეს 26 მარტს თბილისში იყო. მიხარია, რომ პლეიოფის ნახევარფინალსა და ფინალში გუნდთან ერთად ვიყავი და ამ ისტორიული გამარჯვების მონაწილე გავხდი.

თუმცა, მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, რომელიც მარტის თამაშების შემდეგ მივიღე: სანაკრებო გამოძახების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე არა როგორც მოთამაშე, არამედ რიგითი გულშემატკივრის სტატუსით გავემგზავრებოდი.

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამწვრთნელო შტაბს იმ ნდობისთვის რომელიც მარტში გამომიცხადეს, მაშინ როცა ყველას ერთად ყოფნა და ისტორიულ ჩემპიონატზე გასვლა მთავარი მიზანი იყო. ასევე მადლობა იმ ნდობისთვის რაც ახლაც დავიმსახურე, როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე გუშემატკივარს, რომლისგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერას ვგრძნობ.

გერმანიაში ნაკრებს მეც, როგორც გულშემატკივარი ისე დავუდგები მხარში და წარმატებებს ვუსურვებ იმ 26 ფეხბურთელს, რომელიც საქართველოს სახელის დაცვას გერმანიის სტადიონებზე შეეცდება", - დაწერა კანკავამ სოციალურ ქსელში.

ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, საქართველოს ნაკრების მეტოქეები კი თურქეთის, ჩეხეთის და პორტუგალიის ნაკრები გუნდები იქნებიან.

ჯაბა კანკავას საქართველოს ნაკრებში 2004-2024 წლებში 101 მატჩი აქვს ჩატარებული და 10 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113308