ჭიდაობა

21:37 | 12.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმერ გამყრელიძემ პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა

თავისუფალ ჭიდაობაში ვლადიმერ გამყრელიძემ პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა.

86 კგ წონით კატეგორიაში მან გუშინ ნახევარფინალამდე მისვლა შეძლო, სადაც მარცხი განიცადა, მაგრამ დღეს ჯერ რეპეშაჟში აჯობა მოლდოველ გეორგი რუბაევს (9:2), ხოლო შემდეგ გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელი ვასილ მიხაილოვიც დაამარცხა (8:2) და ლიცენზიას დაეუფლა.

თავისუფალ ჭიდაობაში საქართველომ 6 წონიდან ოთხში აქვს ლიცენზია და პარიზის ოლიმპიადაზე გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ), გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) იასპარეზებენ.

აქვე გეტყვით, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს 6 წონიდან ორში ეყოლება წარმომადგენელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116048