ფეხბურთი

13:25 | 8.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ემრე ჯანი: "ხალხი ბევრს საუბრობდა, ახლა შეუძლიათ გაჩუმდნენ"

„დორტმუნდის“ ფეხბურთელმა ემრე ჯანმა „პარი სენ-ჟერმენთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, კრიტიკოსები გააჩუმა და ფინალის მოგების იმედიც აქვს.

„რა თქმა უნდა, მჯერა, რომ ფინალში ვართ. საოცარია, როდესაც პსჟ-სგან ერთ გოლსაც არ უშვებ, ეს ნიშნავს, რომ მაღალი კლასის გუნდი ხარ.

2013 წელს „ბაიერნში“ ვიყავი, ახლა „დორტმუნდის“ კაპიტანი ვარ? რა თქმა უნდა, ასე უკეთესია. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, მხოლოდ ერთი მატჩი მქონდა ნათამაშები, ახლა სხვა მხარეს ვარ და მუდმივად ვთამაშობ. ვამაყობ, რომ ისეთი გუნდის კაპიტანი ვარ, როგორიც „დორტმუნდია“.

რთულია სიტყვებით გადმოცემა რასაც ვგრძნობ. ძალიან ამაყი ვარ. ეს მძიმე შრომის შედეგია, ბევრი მაკრიტიკებდა, ბევრი საუბრობდა, ახლა შეუძლიათ გაჩუმდნენ. ფინალში ვართ და იმედი გვაქვს, რომ მოვიგებთ“, - თქვა ემრე ჯანმა.

შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდმა“ „პარი სენ-ჟერმენი“ ორი მატჩის ჯამში 2:0 (1:0, 1:0) დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიაში მესამედ გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06739