ფეხბურთი

12:55 | 8.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

მარკო როისი: "ამას არავინ ელოდა, საოცარია, რომ "დორტმუნდი" ისევ ფინალშია"

მარკო როისისთვის „დორტმუნდის“ მაისურით ბოლო მატჩი ჩემპიონთა ლიგის ფინალი იქნება.

გერმანელმა 11 წლის წინ „უემბლიზე“ წააგო ფინალი და ახლა, ეცდება, რომ გაიმარჯვოს, რითაც „დორტმუნდში“ მის დიდებულ კარიერას წერტილიც დიდებულად დაესმებოდა. პსჟ-სთან გამარჯვების (1:0) შემდეგ როისმა კომენტარი გააკეთა.

„ენით აღუწერელი ემოციაა. 10 წელზე მეტი ხნის შემდეგ „დორტმუნდი“ ისევ ფინალშია. ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ხვალ აღარავინ გვკითხავს, როგორ მოვიგეთ, მთავარია, რომ „დორტმუნდი“ ისევ ფინალშია. ასეთ რაღაცას არავინ ელოდა“, - თქვა როისმა.

შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდმა“ „პარი სენ-ჟერმენი“ ორი მატჩის ჯამში 2:0 (1:0, 1:0) დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიაში მესამედ გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.072232