ფეხბურთი

18:43 | 2.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდის" მწვრთნელი: "ჩაკვეტაძეს წინ მნიშვნელოვანი ზაფხული აქვს, გარისკვას არ ვაპირებთ"
ინგლისურ კლუბში გიორგის უფრთხილდებიან

გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ სეზონის ბოლო მატჩსაც გამოტოვებს. ყოველ შემთხვევაში, მთავარი მწვრთნელის, ტომ ქლევერლის სიტყვები ამაზე მიანიშნებს.

როგორც მან თქვა, წინ ევრო 2024-ია, რომელიც ჩაკვეტაძისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ, გარისკვას არ აპირებენ.

„გიორგის საზარდულის პრობლემა ჰქონდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიცით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ზაფხულია მისთვის, ასე რომ, რისკზე წასვლას არ ვაპირებთ“, - აღნიშნა ქლევერლიმ.

შეგახსენებთ, რომ „უოტფორდი“ ჩემპიონშიფის ბოლო ტურში 4 მაისს, სტუმრად „მიდლსბროს“ დაუპირისპირდება. გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისურ კლუბში გატარებულ პირველ სეზონში 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059053