ფეხბურთი

16:57 | 2.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიამ და ოსიმენმა გუნდთან ერთად ივარჯიშეს

ხვიჩა კვარაცხელიამ და ვიქტორ ოსიმენმა დღეს, გუნდთან ერთად ივარჯიშეს. ქართველი და ნიგერიელი ფეხბურთელი ბოლო ორი დღის განმავლობაში ინდივიდუალურად, გუნდისგან განცალკევებით ემზადებოდნენ.

თუმცა, მათ ბოლომდე აღიდგინეს ფიზიკური კონდიციები და გუნდს შეუერთდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სერია A-ს მომდევნო ტურში „უდინეზეს“ წინააღმდეგ მოედანზე გასვლას შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 42 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, 7-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და სამჯერაც პენალტი გამოიმუშავა. „უდინეზე“ – „ნაპოლის“ მატჩი 6 მაისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064964