ფეხბურთი

20:30 | 30.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილით "ცრვენა ზვეზდა" დაინტერესდა
ქართველ ფეხბურთელს "შტურმთან" კონტრაქტი ეწურება

სერბეთის ჩემპიონი ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის გადაბირებითაა დაინტერესებული.

სერბული მედიის ცნობით, დიდი ხანია ბელგრადელები 28 წლის ქართველს აკვირდებიან. Mozzart Sport-ის ინფორმაციით, „ზალცბურგის“ და „შტურმის“ მატჩს „ცრვენა ზვეზდას“ სკაუტები კიტეს გამო დაესწრნენ. სერბებს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ და არ არიან დარწმუნებული, რომ ქართველს კლუბის გაძლიერება შეუძლია, მაგრამ ინტერესი არსებობს.

მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ კიტეიშვილს „შტურმთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, რომლის განახლება კლუბმა უკვე შესთავაზა, მაგრამ ქართველს ჯერ საბოლოო პასუხი არ უთქვამს - გრაცელების მას ელოდებიან. შესაბამისად, თუ ახალი კონტრაქტი არ გაფორმდა, ქართველი ავსტრიულ კლუბს უფასოდ დატოვებს.

ოთარ კიტეიშვილი „შტურმის“ ღირსებას 2018 წლიდან იცავს და შარშან ავსტრიის თასი მოიგო, მიმდინარე სეზონში კი, თასის მოგების გარდა, ავსტრიის ჩემპიონობის კარგი შანსიც აქვს, რა შემთხვევაშიც, „შტურმი“ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121816