ფეხბურთი

17:00 | 27.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვინ შეცვლის ოსიმენს? "ნაპოლის" ოთხი ვარიანტი

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „ნაპოლიდან“ ვიქტორ ოსიმენის წასვლაზე ძალიან ბევრს წერენ. დიდი შანსია, რომ ნიგერიელმა იტალიური კლუბი დატოვოს, შესაბამისად, „აძური“ მის შემცვლელს ეძებს.

ოსიმენის გაყიდვით ნეაპოლელები დაახლოებით 120-130 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ, რითაც მისი შეცვლა მაღალი კლასის ფორვარდით შეეძლებათ.

როგორც ნეაპოლური მედია წერს, ამ ეტაპზე „ნაპოლის“ სიაში ოთხი ფორვარდია, საიდანაც საუკეთესო ვარიანტის არჩევა მოუწევთ, როგორც ტექნიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით. კამპანიელებს არტიომ დოვბიკს (ჟირონა), ტერემ მოფის (ნიცა), ჯონათან დავიდს (ლილი) და სანტიაგო ხიმენესს (ფეიენოორდი) უკავშირებენ. გავრცელებული ცნობით, „ნაპოლის“ ამ ფეხბურთელთაგან ყველაზე იაფი დოვბიკის შეძენა დაუჯდება, რომელიც 18 გოლით ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია და დიდებულ სეზონს ატარებს.

რაც შეეხება ოსიმენს, აფრიკელ ფეხბურთელს ყველაზე აქტიურად „პარი სენ-ჟერმენთან“ აკავშირებენ, მაგრამ ასევე დაიწერა „ალ ჰილალის“ შესახებ, რომელსაც ყველანაირი ფინანსური ბერკეტი აქვს, როგორც „ნაპოლის“, ისე თვითონ ფეხბურთელის დასათანხმებლად.

ვიქტორ ოსიმენს აქამდე „ვოლფსბურგში“, „შარლერუაში“ და „ლილში“ უთამაშია, ხოლო „ნაპოლიში“ 2020 წლიდან ირჯება და 129 შეხვედრაში 74 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112591