ფეხბურთი

17:32 | 27.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ჟირუს შემცვლელად მექსიკელ ფორვარდს განიხილავს

„მილანს“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ოლივიე ჟირუ დატოვებს, რომელიც კარიერას MLS-ში გააგრძელებს, იტალიელები კი, მის შემცვლელს ეძებენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, „როსონერის“ ინტერესის სფეროში მექსიკის ნაკრების და „ფეიენოორდის“ ფორვარდი სანტიაგო ხიმენესი მოხვდა, რომელსაც „ნაპოლისაც“ უკავშირებენ.

როტერდამელები 23 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ დაახლოებით 50 მილიონ ევროს ითხოვენ, შესაბამისად, „მილანს“ თუ მართლაც სურს მისი დამატება, გვარიანი თანხის გაღება მოუწევს.

ხიმენესი „ფეიენოორდში“ 2022 წლიდან თამაშობს და 85 შეხვედრაში 47 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მანამდე სამშობლოში „კრუს ასულის“ ღირსებას იცავდა. მას მექსიკის ნაკრებში 25 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115697