ფეხბურთი

21:14 | 18.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

კანავარო: "მე "ნაპოლის" მწვრთნელად? ეს მხოლოდ დროის საკითხია"

იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კანავარომ განაცხადა, რომ მისი მიზანი „ნაპოლის“ მწვრთნელობაა.

კანავარო დარწმუნებულია, რომ ეს შანსი აუცილებლად მიეცემა.

„ეს მხოლოდ დროის საკითხია. ვიცი, რომ აუცილებლად მომეცემა შესაძლებლობა. "ნაპოლი" არის გუნდი, რომლის მწვრთნელობა უხელფასოდაც ყველას სურს, თანაც სხვა გუნდებთან შედარებით მაღალი ტექნიკური ხარისხი აქვს. „ნაპოლის“ მწვრთნელობა მიზანია. წელს უფრო მედიის იდეა იყო, ვიდრე კლუბის ხელმძღვანელობის, მაგრამ ჩემთვის არავის არაფერი მოუცია, ყოველთვის მძიმე შრომა მიწევდა იმისთვის, რაც მქონდა“, - თქვა კანავარომ.

შეგახსენებთ, რომ ფაბიო კანავარო ნეაპოლელია და 1992-1995 წლებშიც „ნაპოლის“ ღირსებას იცავდა, თუმცა, მას შემდეგ მშობლიურ კლუბთან მისი გზა არ გადაკვეთილა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110219