სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:40 | 17.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ევროპიდან 12, სულ 24 გუნდი ცნობილია: მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მონაწილეები
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

2025 წლის ზაფხულში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ახალი ფორმატით ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს.

32-დან 12 იქნება ევროპული კლუბი და ყველა მათგანის ვინაობა უკვე ცნობილია. მას შემდეგ, რაც „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა, ოფიციალურად გაირკვა, რომ ესპანეთიდან „რეალის“ გარდა მეორე გუნდი, რომელიც საკლუბო მუნდიალზე ითამაშებს, მადრიდის „ატლეტიკოა“.

გარდა ამისა, "არსენალის" გავარდნით გაირკვა ისიც, რომ საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატზე ავსტრიული "ზალცბურგი" ითამაშებს.

რეიტინგზე მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო წლებში ნაჩვენები შედეგები მოქმედებს და სხვა ევროთასების შედეგებს მნიშვნელობა არ აქვს. ევროპიდან შემდეგმა 12 გუნდმა მოიპოვა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თამაშის უფლება:

„ატლეტიკო“ (ესპანეთი)

„ბაიერნი“ (გერმანია)

„ბენფიკა“ (პორტუგალია)

„დორტმუნდი“ (გერმანია)

„ჩელსი“ (ინგლისი)

„ინტერი“ (იტალია)

„იუვენტუსი“ (იტალია)

„მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი)

„პორტუ“ (პორტუგალია)

„პარი სენ-ჟერმენი“ (საფრანგეთი)

„რეალი“ (ესპანეთი)

"ზალცბურგი" (ავსტრია)

რაც შეეხება სხვა კონტინენტებს, შემდეგ კლუბებს აქვთ უკვე საგზური მოპოვებული:

„ალ-ჰილალი“ (საუდის არაბეთი)

„ურავა“ (იაპონია)

„ულსანი“ (სამხრეთ კორეა)

„ალ-აჰლი“ (ეგვიპტე)

„ვიდადი“ (მაროკო)

„მონტერეი“ (მექსიკა)

„სიეტლი“ (აშშ)

„ლეონი“ (მექსიკა)

„პალმეირასი“ (ბრაზილია)

„ფლამენგო“ (ბრაზილია)

„ფლუმინენსე“ (ბრაზილია)

„ოკლენდ სიტი“ (ახალი ზელანდია)

კიდევ რამდენიმე ადგილია თავისუფალი: აზიის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული, აფრიკის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული, აფრიკის რეიტინგის ბოლო 4 წლის შედეგებიდან გამომდინარე გაირკვევა კიდევ ერთი მონაწილე, ასევე, საგზურს მიიღებს, კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ლიბერტადორესის თასის ჩემპიონი და ბოლო 4 წლის რეიტინგის მიხედვით კონმებოლის ზონიდან 2 გუნდი და 1 მასპინძელი გუნდიც (აშშ).

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 2025 წელს 15 ივნისიდან 13 ივლისამდე აშშ-ში გაიმართება. 32 მონაწილე გუნდი 8 ოთხგუნდიან ჯგუფში განაწილდება, ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გავა, რომლებიც პლეი-ოფის სისტემით (ერთმატჩიანი დუელები) მერვედფინალიდან გააგრძელებენ ბრძოლას.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.110039
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X