ფეხბურთი

12:12 | 17.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიკელ არტეტა: "ისტორიის შესაცვლელად წარმოუდგენელი შანსი გვაქვს"

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ „ბაიერნთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მის გუნდს დიდებული შანსი აქვს, რომ ისტორია შეცვალოს.

„მინდა, ჩემმა გუნდმა ისე ითამაშოს, რაც ნახევარფინალის საგზურს მოგვიტანს. მზადება სწორედ ამ მიზნის მიღწევისთვის მოვემზადეთ. ეს დავიმსახურეთ ბოლო 10 თვის და ასევე, გასულ სეზონში ნაჩვენები შედეგების გამო. წარმოუდგენელი შანსი გვაქვს, რომ ამას მივაღწიოთ.

ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობა ასეთი საღამოებისთვის გამოუცდელია, მაგრამ ძალიან მოტივირებული არიან, მოემზადნენ და თავდაჯერებაც აქვთ. შეგვიძლია ისტორიის შეცვლა და განსხვავებული გვერდის დაწერა მათ სტადიონზე, ამისთვის კი, უმაღლეს დონეზე თამაშია საჭირო“, - თქვა არტეტამ.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „არსენალის“ მატჩი 17 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119455