ფეხბურთი

22:38 | 16.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "მაგიური არაფერი მაქვს დაგეგმილი, გვარდიოლას შეუძლია მშვიდად იყოს"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც „სამეფო კლუბის“ მწვრთნელმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ სანახაობრივი თამაში იქნება.

ანჩელოტიმ ასევე აღნიშნა, რომ პეპ გვარდიოლას შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან არანაირი მაგია დაგეგმილი არ აქვს.

„პირველი მატჩი ძალიან დაძაბული და სანახაობრივი იყო, ფეხბურთში მთავარი ყოველთვის ფეხბურთელები არიან და ხვალაც ისინი იქნებიან მთავარი მოქმედი პირები.

წარსულზე არ უნდა ვიფიქროთ, ხვალინდელ მატჩს წინა შეხვედრის გათვალისწინებით უნდა შევხედოთ. უნდა ვიბრძოლოთ და გვქონდეს რწმენა. დარჩენილია 90 წუთი და გვჯერა, რომ გვაქვს ისეთი თვისებები, რომ მათ პრობლემები შევუქმნათ.

რას შეუძლია ღამით ჩემი გაღვიძება? არაფერს. თუ ამ საღამოს ბევრს შევჭამ, შეიძლება არ დამეძინოს. მჯერა ჩემი გუნდის და ძალიან კარგი გუნდი მყავს. ღამით ვერაფერი მაღვიძებს, რაც შარშანდელი წაგება მანჩესტერში.

ბელინგემი? პირველ წრეში მან ბევრი გოლი გაიტანა, რასაც არავინ ელოდა. ზოგადად, მე გუნდურ მუშაობას ვითხოვ, ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც ლა ლიგაში ყველაზე ნაკლები გოლი აქვს გაშვებული და ეს აჩვენებს, რომ გუნდურად ძალიან კარგად ვმუშაობთ.

თუ ინდივიდებზე ვსაუბრობთ, ჰოლანდი რჩება „სიტის“ ერთ-ერთ სახიფათო ფეხბურთელად. ის, რომ პირველ მატჩში ჩვენთვის პრობლემა ვერ შექმნა, დაცვის დამსახურებაა, მაგრამ საუკეთესო ფორვარდია მსოფლიოში და ყოველთვის სახიფათო იქნება.

„სიტი“ – „რეალი“ უკვე კლასიკაა? ევროპაში ბევრი გუნდია, რომლებსაც ამ ტურნირის მოგებისთვის ბრძოლა შეუძლიათ. ბოლო სამი წლის განმავლობაში ყოველთვის ვხვდებოდით ერთმანეთს და ყოველთვის სანახაობრივი მატჩები იყო, ხვალაც ასე იქნება.

ბელინგემი ძალიან თანამედროვე ფეხბურთელია, ბევრი ტექნიკური და ინტელექტუალური თვისებით. როგორც ნახევარმცველს, ბევრი ფუნქციის შესრულება შეუძლია. მხოლოდ 20 წლისაა და დიდი მომავალი აქვს, მაგრამ ამ ასაკშიც ძალიან მოწიფულია. ჯუდი ფანტასტიკური ფეხბურთელია.

მე და გვარდიოლა ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. პეპს შეუძლია მშვიდად იყოს, მაგიის გაკეთებას არ ვაპირებ“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და „რეალი“ მატჩი 17 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117359