კალათბურთი

15:07 | 13.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილი: "კიდევ კარგი, იმ მომენტში მოედანზე არ ვიყავი, თორემ ტექნიკურ ჯარიმას მივიღებდი"

„სან ანტონიოს“ კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა „დენვერთან“ მატჩის (121:120) მატჩის შემდეგ ისაუბრა.

როგორც სანდრომ აღნიშნა, ბედნიერია, რომ გაიმარჯვეს.

„23-ქულით ვაგებდით მაგრამ თამაშში დავბრუნდით. იმ მომენტში ვგრძნობდი, რომ არ უნდა დავნებებულიყავით და წინ წასასვლელად ყველაფერი გაგვეკეთებინა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოვიგეთ.

იცით რამ მომცა დამატებითი მოტივაცია? როცა ვემბა მოედანზე დაეცა და გორდონი მას ზემოდან დაჰყურებდა. იმ დროს მოედანზე არ ვიყავი, თორემ ტექნიკურ ჯარიმას მივიღებდი. კარგია, რომ სკამზე ვიჯექი, რადგან არ მაქვს ჯარიმისთვის გადასაყრელი 25 ათასი დოლარი“, - იხუმრა სანდრომ.

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილმა „ინდიანასთან“ 30 წუთში 21 ქულა, 12 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112773