კალათბურთი

13:44 | 10.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია ტურის სიმბოლურში მოხვდა და TOP 10-ში მისი მომენტი გამოარჩიეს (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს საკალათბურთო ლიგამ გასული ტურის სიმბოლური გუნდი დაასახელა და საუკეთესო ხუთეულში საქართველოს ნაკრების კაპიტანი - თორნიკე შენგელია შეიყვანა.

ქართველმა კალათბურთელმა „ვენეციასთან“ შეხვედრაში 19 წუთი ითამაშა, რა დროშიც 16 ქულა, 2 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მან 8-დან 5 ორქულიანი, ერთიდან ერთი სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

აღსანიშნავია ისიც, რომ მისი მონაწილეობით მომენტი ტოპ 10-ში პირველ პოზიციაზე გავიდა. შენგელიამ კარგი პასი ანტე ჟიჟიჩს გაუკეთა, რომელმაც ორქულიანი ჩააგდო.

„ვირტუს ბოლონია“ 18 გამარჯვებით და 8 მარცხით მეორე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე 14 აპრილს, „კრემონას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129827