ფეხბურთი

17:11 | 5.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია "მონცასთან" ითამაშებს

ხვიჩა კვარაცხელია გამოჯანმრთელდა და სერია A-ს უახლოეს ტურში ითამაშებს. როგორც „ნაპოლის“ ვებგვერდი წერს, ქართველმა დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.

ხვიჩამ მცირე დაზიანება საქართველო-საბერძნეთის მატჩში მიიღო, რის გამოც „ატალანტასთან“ ვერ ითამაშა და დღემდე სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობდა.

იტალიური მედია ვარაუდობს, რომ „მონცას“ წინააღმდეგ კვარაცხელია მოედანზე პირველივე წუთიდან გავა.

შეგახსენებთ, „მონცა“ – „ნაპოლის“ მატჩი 7 აპრილს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114466