ფეხბურთი

17:10 | 26.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

Calcionapoli24: დე ლაურენტისს კვარაცხელიასთვის ახალი შეთავაზება მზად აქვს

ნეაპოლური გამოცემა Calcionapoli24 ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის შესახებ წერს.

წყაროს თანახმად, აურელიო დე ლაურენტისი მზადაა ქართველ ფეხბურთელს წელიწადში 6 მილიონი ევრო შესთავაზოს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ გამოცემის ცნობით, ზაფხულში „ნაპოლი“ ვიქტორ ოსიმენს დაემშვიდობება, სამაგიეროდ შეინარჩუნებს კვარას, რომელიც იტალიური გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და მისი ხელფასი ახლა მხოლოდ 1.2 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119741