ფეხბურთი

18:15 | 19.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელი: "წნეხი საქართველოს ნაკრებზეა, ფავორიტები ისინი არიან"

ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელმა ლუკ ჰოტლცმა ბრიტანულ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოსთან მატჩზე ისაუბრა. ასევე, კომენტარი გააკეთა, ლუქსემბურგული ფეხბურთის პროგრესზე.

„როდესაც ნაკრებში მოვედი, ბევრი რამ უნდა შეგვეცვალა, განსაკუთრებით ფეხბურთელების მენტალიტეტი. ახლა აღარ ვნერვიულობთ და თამამად ვთამაშობთ. წარსულში ყველაფერი დაცვაზე იყო დაფუძნებული, მაგრამ დღეს უფრო მეტ აქცენტს ბურთის ფლობასა და მაღალ პრესინგზე ვაკეთებთ.

ისლანდიის მაგალითი? ძნელია შეადარო ორი განსხვავებული ქვეყანა, მაგრამ ისლანდიამ აჩვენა რა არის შესაძლებელი პატარა ქვეყნებისთვის. ეს არის მაგალითი, რომელსაც უნდა მივყვეთ იმ თვალსაზრისით, რომ განსხვავებას არ ქმნის ქვეყნის სიდიდე, არამედ მენტალიტეტი.

ლუქსემბურგი არის ქვეყანა, სადაც მაღალი იმიგრაციაა, ჩვენი მოსახლეობის 49% უცხოელია, ამიტომ გვყავს ფეხბურთელები სხვადასხვა წარმომავლობით. როდესაც გუნდში მოვედი, სულაც არ მეგონა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი გვექნებოდა, ჩვენი მიზანი იყო განვითარება და წინსვლა, დანარჩენი ყველაფერი თავისით მოდის.

ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ზეწოლა უფრო დიდია, ისინი სახლში თამაშობენ და ფავორიტები არიან, ამიტომ, არც კი, ვფიქრობ ევროპის ჩემპიონატზე გასვლაზე, უბრალოდ ერთი ნაბიჯი მეორის მიყოლებით უნდა გადავდგათ და არ უნდა გადავხტეთ“, - თქვა ჰოლტცმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებთა მატჩი 21 მარტს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116948