რაგბი

11:28 | 17.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიასთან რევანშისთვის: "ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის მე-16 ტიტულისთვის იბრძოლებენ

დღეს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალია. საქართველოს ნაკრების მეტოქე პორტუგალიაა და ბორჯღალოსნები ტიტულის დაცვას პარიზში ეცდებიან. "ბორჯღალოსნებს" დღევანდელ მეტოქესთან რევანში აქვთ ასაღები, რადან მსოფლიო თასზე (18:18) ვერ მოიგო.

ჩვენი ქვეყნის გუნდს თასი ზედიზედ 6-ჯერ და ისტორიაში 15-ჯერ აქვს მოგებული. ეროვნული ნაკრები 2018 წლის შემდეგ ჩემპიონობას არავის უთმობს. ქართველი მორაგბეევიდან რეკორდსმენი ალექსანდრე თოდუაა, რომელსაც თასი 13-ჯერ აქვს მოგებული. ხოლო ბორჯღალოსნების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ეს 12-ჯერ შეძლო.

წინა შეხვედრისგან განსხვავებით კოკერილის გუნდში მხოლოდ სამი ცვლილებაა. ნაკრების ინგლისელი მწვრთნელი დღევანდელი შეხვედრისადმი პოზიტიურადაა განწყობილი და კარგი შეხვედრის მოლოდინშია.

„ერთი კვირაა პარიზში ვიმყოფებით და კარგი მოსმზადებელი ეტაპი გავიარეთ. ბევრი ვიმუშავეთ ისე, როგორც შეგველო. მოუთმენლად ველოდებით საღამოს დადგომას და თამაშის დაწყებას. დიდი ბრძოლა გველოდება, ძალიან კარგი პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ“.

ფინალური დაპირისპირება თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121211