ფეხბურთი

14:54 | 5.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - ლუქსემბურგის მატჩს ილია თოფურია დაესწრება
UFC-ის ქართველი ჩემპიონი "დინამო არენაზე" საჩემპიონო ქამარს წარადგენს

ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები "დინამო არეაზე" ლუქსემბურგს უმასპინძლებს, თამაშს კი ილია თოფურია დაესწრება.

UFC-ის ქართველი ჩემპიონი საქართველოში ჩამოვა და მოგებულ ქამარს სტადიონზე შეკრებილ აუდიტორიას წარუდგენს. ქართველმა სპორტსმენმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ UFC 298-ზე ავსტრალიელი ალექსანდარ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ჩემპიონობა წაუგებელი სერიით მოიპოვა. მოგებული ქამარი კი თავდაპირველად "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილ პუბლიკას წარუდგინა. მან „რეალი“ – „სვილიას“ მატჩი გახსნა და სიმბოლურად ბურთი თამაშშიც სწორედ 27 წლის ქართველმა შეიყვანა.

საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩი 21 მარტს გაიმართება და თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი 12 საათში გაიყიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116395