ფეხბურთი

18:35 | 4.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" "ნაპოლისთან" დე იონგი და პედრი დააკლდება

„ბარსელონას“ ფრენკი დე იონგი და პედრი „ნაპოლისთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ვერ დაეხმარებიან.

ორივე ფეხბურთელმა ტრავმა „ბილბაოსთან“ შეხვედრაში მიიღო და როგორც გამოკვლევამ აჩვენა, უახლოეს პერიოდში ისინი მოედანზე ვერ გავლენ. ჯერჯერობით, უცნობია უქმობის ზუსტი დრო, მაგრამ იტალიურ გუნდთან 12 მარტს გასამართ შეხვედრაში ისინი ვერ ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ პირველი მატჩი ნეაპოლში ფრედ, 1:1 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112086