ფეხბურთი

12:07 | 24.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო რედონდოს შვილი "ინტერ მაიამიში" გადავიდა

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, ფერნანდო რედონდოს შვილი ფედერიკო რედონდო „ინტერ მაიამიში“ გადავიდა.

შესაბამისად, ის ლიონელ მესის, სერხიო ბუსკეტსის, ჟორდი ალბას და ლუის სუარესის გვერდით ითამაშებს. არაოფიციალური ინფორმაციით, „არგენტინოს ხუნიორსმა“ 7 მილიონი ევრო მიიღო, გარდა ამისა, პოტენციური გაყიდვიდან 15%-ც ერგება.

21 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა ამერიკულ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ფედერიკო რედონდომ „არგენტინოს ხუნიორსში“ 58 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111578