ფეხბურთი

21:35 | 21.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი "ლივერპულის" შემდეგ 1 წელი დაისვენებს

იურგენ კლოპი სამწვრთნელო კარიერაში პაუზის აღებას აპირებს. გადაწყვეტილია, რომ გერმანელი სეზონის ბოლოს „ლივერპულს“ დატოვებს, შესაბამისად, მისი მსურველი კლუბი ბევრია, მაგრამ ის დასვენებას გეგმავს.

როგორც კლოპის აგენტმა მარკ კოსიჩკემ თქვა, „ბაიერნის“ ინტერესის მიუხედავად, იურგენი 1 წელი მუშაობას არ აპირებს.

„იურგენი „ლივერპულიდან“ წასვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში არც ერთ კლუბს და ნაკრებს არ გაწვრთნის. ეს გადაწყვეტილი აქვს და არ შეიცვლება“, - თქვა კოსიჩკემ.

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპს სამწვრთნელო კარიერაში „მაინცში“, „დორტმუნდსა“ და „ლივერპულში“ აქვს ნამუშევარი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110326