სხვა

10:19 | 18.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს UFC-ში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ჰყავს! ილია თოფურიამ ვოლკანოვსკი დაანოკაუტა!

გაიღვიძე საქართველო, ჩვენს ქვეყანას UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ჰყავს! ილია თოფუირიამ ქამრისთვის ბრძოლაში ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.

ბრძოლა ძალიან დაძაბული გამოვიდა, ორივე მებრძოლს გამარჯვების შანსი ჰქონდა, თუმცა უფრო მოხერხებული 27 წლის ქართველი მებრძოლი გამოდგა, რომელმაც უფრო მეტი გარისკა და შამპანიურიც დაიმსახურა.

ჩვენებურმა ტემპს მეორე რაუნდში მოუმატა და ვოლკანოვსკის ნოკაუტით მოუგო! აღსანიშნავია, რომ მას კონორ მაკგრეგორს ადარებენ და ქართველიც ირლანდიელის გზას გადის. სწორედ კონორი გამოიწვია თოფურიამ გამარჯვების შემდეგ, ვნახოთ როგორ უპასუხებს ირლანდიელი.

ილია თოფურიასთვის ეს MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვება იყო, თან ისე, რომ არცერთი ბრძოლა არ წაუგია და ელ მატადორი დაუმარცხებელია! მის დღევანდელ მეტოქეს რაც შეეხება, ავსტრალიელს ქვემსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარი ზედიზედ ხუთჯერ ჰქონდა დაცული.

გეტყვით, რომ ილია როგორც ქართველი, ასევე პირველი ესპანელი მებრძოლი გახდა ვინც „MMA“-ს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. ჟოზე ალდოს, კონორ მაკგრეგორის, მაქს ჰოლოვეისა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის შემდეგ კი მეხუთე მებრძოლია, ვინც ქვემსუბუქი წონის ჩემპიონობა იზეიმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111313