ფეხბურთი

20:48 | 26.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას შვილი: "მამაჩემს კვარაცხელია ეყვარებოდა, მსგავსი სტილის ფეხბურთელები მოსწონდა"

დიეგო მარადონას შვილმა, უმცროსმა დიეგომ თქვა, რომ ამჟამინდელი „ნაპოლიდან“ მამამისი ხვიჩა კვარაცხელიათი აღტაცებული იქნებოდა.

როგორც მან თქვა, მარადონას ისეთი ფეხბურთელები უყვარდა, რომლებიც ბურთთან მეგობრობდნენ და ქართველიც ზუსტად ასეთია:

„მამას ეყვარებოდა კვარაცხელია, რადგან უყვარდა ფეხბურთელები, რომლებმაც იცოდნენ, ბურთთან მეგობრობა და როგორ ესიამოვნებინათ გულშემატკივრებისთვის. უეჭველად სიგიჟემდე მოეწონებოდა ხვიჩა, რომელიც ბრწყინვალე ფეხბურთელია“, - თქვა უმცროსმა დიეგომ.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113211