ფეხბურთი

18:38 | 20.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ში მზად არიან მბაპეს დარჩენის სანაცვლოდ 400 მილიონი შესთავაზონ

„პარი სენ-ჟერმენი“ კილიან მბაპეს შენარჩუნებას ყველანაირად ეცდება. როგორც ფრანგული მედია წერს, პარიზელები მზად არიან კილიანს სარფიანი კონტრაქტი შესთავაზონ.

პსჟ-ს ხელმძღვანელობა მზადაა მბაპეს 4-წლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ 400 მილიონი ევრო გადაუხადოს, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე მას სხვაგან შესთავაზებენ. ჯერჯერობით, ფეხბურთელის პასუხი უცნობია. ფრანგს ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

კილიან მბაპე პსჟ-ში 2017 წლიდან თამაშობს და 285 შეხვედრაში 238 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „მონაკოს“ რიგებში ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110724