ფეხბურთი

19:53 | 19.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ანზორ მექვაბიშვილი რუმინულ გუნდში გადავიდა

რუმინულმა „კრაიოვამ“ ანზორ მექვაბიშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ქართველმა ფეხბურთელმა 4.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მას 5-ნომრიანი მაისური გადასცეს. რუმინული მედია წერს, რომ ტრანსფერი 750 000 ევრო დაჯდა, ხოლო მომდევნო ტრანსფერიდან „დინამო თბილისი“ 20%-ს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ანზორ მექვაბიშვილს „დინამოს“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 113 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ხოლო საქართველოს ნაკრებში დღემდე 13-ჯერ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118148