ფეხბურთი

10:27 | 17.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძის გუნდმა სალვატორე სირიგუ დაიმატა

ვეტერანი იტალიელი მეკარე სალვატორე სირიგუ „კარაგუმრუქს“ შეუერთდა, რომლის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძეა.

37 წლის კარის დარაჯმა კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. სირიგუ ბოლოს „ნიცაში“ ირიცხებოდა, გასული სეზონი კი ჯერ „ნაპოლიში“, მერე „ფიორენტინაში“ გაატარა. სალვატორეს უთამაშია „პალერმოში“, „კრემონეზეში“, „ანკონაში“, პსჟ-ში, „სევილიაში“, „ოსასუნაში“, „ტორინოსა“ და „ჯენოაშიც“, იტალიის ნაკრებში კი 28 მატჩი ჩაატარა და 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.

ზოგადად, „კარაგუმრუქში“ ბევრი იტალიელია - დავიდე ბირასკი, ანდრეა ბერტოლაჩი, ფედერიკო ჩეკერინი, სტეფანო სტურარო, ფლავიო პაოლეტი და კევინ ლაზანია.

„კარაგუმრუქმა“ შოთა არველაძის ხელმძღვანელობით დღემდე 6 მატჩი ჩაატარა (2 მოგება, 4 წაგება), თურქეთის სუპერლიგაში კი მე-17 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113973